ქუჩის მხატვრობა იგივე pavement art, chalk art, და sidewalk art… მისი ისტორია 16-ე საუკუნის ევროპაში იწყება. იტალიაში ქუჩის მხატვრებს Madonnari-ს უწოდებდნენ იმ მიზეზის გამო,რომ ისინი ძირითადად ღვთიშობელს ხატავდნენ.Madonnari-ები ძირითად სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოსული მხატვრები იყვნენ, რომლებიც იტალიაში უზარმაზარი ტაძრების მოხატვით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ,როდესაც სამუშაო დამთავრდებოდა, ისინი იძულებულნი ხდებოდნენ საარსებო წყარო ენახათ, მათ ტროტუარებზე ხატვა დაიწყეს… ასე შეიქმნა ქუჩის მხატვრობა.სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქებში იმართებოდა ფესტივალები. ამან ხელი შეუწყო ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაციას…